როგორ აღნიშნავდნენ მარიამობას აფხაზეთში

Sokhumi Daily

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მართლმადიდებლები დღეს, 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს — მარიამობას აღნიშნავენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე ათორმეტთაგან ერთი საუფლო დღესასწაულია. ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის პირით აუწყა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსამანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მოციქულებმა ქვაბულის ლებმა ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრად მიიჩნევა, რომელსაც წმიდა ქალწული მარიამი იფარავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში საზეიმო წირვა აღევლინება. ქვეყანაში 28 აგვისტო დასვენების დღედ არის გამოცხადებული. როგორ აღნიშნავდნენ აფხაზეთში მარიამობას? “როცა ერთად ვცხოვრობდით, მარიამობასაც ერთად აღვნიშნავდით ჩვენს მეგობრებთან ან მეზობლებთან ერთად, სუფრაზე ხილს ვალაგებდით, ყველაფერი საუკეთესო უნდა აგვერდჩია და კოხტად გამოგვეწყო, ერთ სანთელს ვანთებდით, ლოცვას ვკითხულობდით და მხოლოდ სანთლის ბოლომდე ჩაქრობის შემდგომ მივუსხდებოდით მაგიდას საჭმელად. ყველა ოჯახში საზეიმო ვახშამი იმართებიდა, აფხაზეთი რელიგიითაც მდიდარი იყო, მუსლიმი მეგობრებიც გვყავდა, თუმცა მათი ადათ-წესები კარგად არ ვიცი.” მზია, აფხაზეთიდან დევნილი. აფხაზეთში ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში უდიდესი დღესასწაული იყო და არის მარიამობა. დევნილები დღემდე ძველი ადათ-წესით აღნიშნავენ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ავტორი: მარიამ თოფურია / მომო ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #რელიგია #მართლმადიდებლობა #მართლამდიდებლური #აფხაზები #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #აფხაზეთიჩვენია #აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა #ოკუპირებულიაფხაზეთი #დევნილი #დევნილები #მეგრელი #მარიამობა #sokhumidaily #sokhumi