ალეკო ელისაშვილმა საკუთარი თავი დაასახელა საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარტია „მოქალაქეების“ პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციაზე ამავე პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ კენჭს საბურთალოს ოლქში იყრის. „პარტია „მოქალაქეების“ სახელით ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“, - მიმართა ელისაშვილმა მხარდამჭერებს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნებიდან“ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატები არიან: ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, პარტია „ლელოს“ გენერალული მდივანი ბადრი ჯაფარიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი თაკო ჩარკვიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30766030.html
#ახალი_ამბები
#twitter