გაუქმდება თუ არა პოლიცია
Tbilisi Daily
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ შეერთებული შტატების ქალაქებში პოლიციის გაუქმების მოთხოვნა არაერთხელ გაისმა. გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ აშშ-ის მოქალაქეების უმრავლესობა, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები, სამართალდამცავი სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას უჭერენ მხარს. ამაში პოლიციის ოფიცრებისთვის ადამიანის დაკავებისას ზოგიერთი მეთოდის გამოყენების აკრძალვა და რასობრივი უთანასწორობის გამორიცხვა შედის.
ამერიკის მასშტაბით 9-10 ივნისს ჩატარებული გამოკითხვა ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დემოკრატ კანონმდებლებს ეთანხმება პოლიციის რეფორმის მოთხოვნაში.
თეთრი სახლი და რესპუბლიკელი კანონმდებლები საკუთარი ინიციატივით გამოდიან სამართალდამცავი სისტემის შესაცვლელად, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს არ იყოს პოლიციის ფუნდამენტური რეფორმა.
გამოკითხვა ონლაინ ჩატატდა. ამერიკის მასშტაბით გამოიკითხა 1,113 ადამიანი. მათ 82 პროცენტს მიაჩნია, რომ პოლიციამ უნდა შეწყვიტოს ადამიანის დაკავების დროს მისთვის ჰაერის მიწოდების შეზღუდვის მიზნით ყელზე ხელის მოჭერა.
გამოკითხულთა 92 პროცენტს კი სურს, რომ ფედერალურ პოლიციას სხეულის კამერის ტარება დაევალოს.
გამოკითხულთა 89 პროცენტს მიაჩნია, რომ პოლიციელს უნდა მოეთხოვებოდეს საკუთარი სახელის, საიდენტიფიკაციო ნომრის და გაჩერების მიზეზის დასახელება ადამიანისთვის, რომელსაც პოლიციელი აჩერებს. 91 პროცენტს კი სურს ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა პოლიციელის მხრიდან ძალაუფლების გადამეტებისადმი მიდრეკილება.
news
პოლიცია გაუქმება აშშ
tbilisidaily