რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის შეფასება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ორად გაყოფილი მოსახლეობა. გურიის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი მრევლი ამბობს, რომ მათ ლოცვის უფლება ეზღუდებათ, რაშიც ხელს, მათი მტკიცებით, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა უშლის. ადგილობრივები ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარებას და სოფელში ჩასვლას სთხოვენ.
დღესდაპირისპირებულ მხარეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა, რომელიც არ შედგა.
სოფელში აქცია ამ წუთებშიც გრძელდება, რასაც წინ მეზობლებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი უძღოდა, დაკავებულია ერთი ახალგაზრდა.