განსაკუთრებულ პაციენტებში ვიყენებთ „პლაქვენილს“ იმ სქემის მიხედვით რაც რეკომენდებულია საქართველოში
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142713
განსაკუთრებულ პაციენტებში ვიყენებთ „პლაქვენილს“ იმ სქემის მიხედვით, რომელიც არის რეკომენდებული საქართველოში - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. როგორც გოფოძემ აღნიშნა, უსიმპტომო და მსუბუქი კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატი მათთან არ გამოიყენება.
„ჩვენ არ ვიყენებთ მსუბუქ და საშუალო ფორმის პაციენტებთან „პლაქვენილს“, ვიყენებთ მხოლოდ იმ პაციენტებთან, ვისთანაც არის შედარებით მძიმე მდგომარეობა, დადასტურებული ორმხრივი პნევმონია არის დაბურული მინის კლასიკური გამოხატულებით და ა.შ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ პაციენტებში ვიყენებთ „პლაქვენილს“ იმ სქემის მიხედვით, რომელიც არის რეკომენდებული საქართველოში. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც უკვე გამოვიყენეთ, გამოჯანმრთელებულია და გაეწერა.
გვერდითი მოვლენა აქვს ყველა მედიკამენტს, მოგეხსენებათ „პლაქვენილსაც“, თუმცა გვერდითი მოვლენები ჩვენთან, მედიკამენტის გამოყენების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამ „პლაქვენილზე“ დიდი ამბავია ატეხილი მთელ მსოფლიოში, რატომ გამოვიყენოთ? მაგრამ ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს არ ამუღია ის მკურნალობის სქემიდან. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე ის არის, რომ რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ავსტრიამ, შვეიცარიამ დაიწყეს ამ მედიკამენტის კვლევა, როგორც საპროფილაქტიკო და პრევენციული მედიკამენტის გამოყენების თვალსაზრისით. ამიტომაც, ასე ხელაღებით მასზე უარის თქმა ან ყველა შემთხვევაში გამოყენება, არ იქნება სწორი. ყოველ შემთხვევაში, მსუბუქი ფორმები და ნაკლებად მძიმე ფორმები არ საჭიროებენ რაიმე დამატებით მედიკამენტურ ჩარევას“,- განაცხადა გოფოძემ.