ეპიდვითარება შიდა ქართლში - დღის მონაცემები
Gori Daily
საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში Covid19-ის 98 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 38 936;
გამოჯანმრთელებულია - 22 691;
მათ შორის გარდაცვლილია - 307;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 001;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2245;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 136 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#goridaily