შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს 10 მოწმე დაიკითხება

Tbilisi Daily

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. მცხეთის სასამართლოში დღეს კვლავ მოწმეები დაიკითხებიან. როგორც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს 10 მოწმე დაიკითხება, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი მოწმე, დაზარალებული არასრულწლოვნი ნ.ხ. "დღევანდელ პროცესზე დაიკითხება 10 მოწმე, მათ შორის იქნება არასრულწლოვანი ნ.ხ. ასევე იქნებიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ექსპერტი. ნ.ხ არის ერთ-ერთი დაზარალებული აგარაკის ეპიზოდში, ანუ მასზე განხორციელდა ძალადობა, შესაბამისად, ამ ადამიანზე განხორციელებული ძალადობა, მათ შორის, როგორც ჩიქოვანზე განხორციელებული ძალადობა გახდა მოტივი იმისა, რომ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს თავს დაესხნენ, მათ შორის, ჩიქოვანი და სხვა პირები", -განაცხადა პროკურორმა. როგორც პროკურორი აცხადებს, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი მოწმის, დაზარალებული არასრულწლოვნის ნ.ხ.-ს მიმართ ბევრი კითხვა აქვთ. "უამრავი კითხვა იქნება ნ.ხ.-სთან დაკავშირებით, მათ შორის, კითხვები იქნება იმის თაობაზე, რომ თბილისში დაბრუნების შემდგომ როგორ ჩამოვიდა მცხეთაში, რა მიზანი ამოძრავებდა. ის „მერსედესის“ მარკის ავტომობილში იყო",-აცხადებს პროკურორი. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.