ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 717 ადამიანი დაიღუპა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141355 ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 717 ადამიანი დაიღუპა, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით, მცირედით დაბალია. გუშინ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 737 ადამიანი დაიღუპა. „გარდიანის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა უკვე 11 ათასს გადასცდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 85 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.