ტრამპ-ბაიდენის დებატების მთავარი საკითხები

ამერიკის ხმა

რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი სატელევიზიო დებატებში ერთმანეთს, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვლიში დაუპირისპირდნენ.  ეს 3 ნოემბრის არჩევნებამდე ბოლო დებატები იყო. მოდერატორი "ენ-ბი-სის" ახალი თეთრი სახლის კორესპონდენტი კრისტენ უოლკერი ასრულებდა.   გთავაზობთ კანდიდატების ციტატებს, დებატების მთავარ საკითხებზე. კოვიდ-19-ის პანდემია დონალდ ტრამპი: „ჩვენ ვებრძვით მას და ვებრძვით ძლიერად... დასასრულს ვუახლოვდებით“. ჯო ბაიდენი: „ნებისმიერი ვინც პასუხისმგებელია ამდენ სიკვდილზე, არ უნდა დარჩეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად“. ჯო ბაიდენი: „ეს ის ადამიანია, რომელმაც ბოლოს გითხრათ, რომ ეს [პანდემია] აღდგომას დასრულდებოდა. ეს ის ადამიანია, რომელმაც გითხრათ, არ ინერვიულოთ, ეს ზაფხულამდე დასრულდებაო. ჩვენ ბნელ ზამთარს ვუახლოვდებით, ბნელ ზამთარს და მას არ აქვს ნათელი გეგმა“.    დონალდ ტრამპი: "არ ვიცი ვიცი ბნელი ზამთარი გვექნება თუ არა, საერთოდ. ჩვენ ქვეყანას ვხსნით. ჩვენ ვისწავლეთ, გავიგეთ და გვესმის ეს დაავადება“. ჩრდილოეთ კორეა ჯო ბაიდენი: „მან ლეგიტიმაცია მისცა ჩრდილოეთ კორეას. ის საუბრობდა მის კარგ მეგობარ [კიმ ჩენ უნზე], რომელიც ბოროტმოქმედია და ამბობს თუ როგორ უკეთესადაა საქმე, როცა ჩრდილოეთ კორეას უფრო უკეთესი საშუალება აქვს რაკეტის გასროლის, რომელმაც შეიძლება შეერთებული შტატების ტერიტორიამდე მიაღწიოს“. დონალდ ტრამპი: „იცით რა? ჩრდილოეთ კორეასთან ომში არ ვართ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს“. იმიგრაცია ჯო ბაიდენი, საზღვარზე მშობლებისგან დაცილებულ ასობით ბავშვზე: „ეს ბავშვები მარტო არიან. არსად აქვთ წასასვლელი. არსად. ეს დანაშაულია. ჩვენ სასაცილოდ ვიქეცით და ეს ფეხქვეშ თელავს ყველა იმ პრინციპს, რომლებსაც ჩვენ [ამერიკა] წარმოვადგენთ“.    დონალდ ტრამპი: „ბავშვები აქ არამზადებს და ძალიან ცუდ ადამიანებს, კარტელებს ჩამოჰყავთ... ჩვენ შემოვუშვებთ ხალხს, თუმცა ისინი ლეგალურად უნდა შემოვიდნენ აქ". მინიმალური ანაზღაურება დონალდ ტრამპი: „როგორ ეხმარები მცირე ბიზნესს, როცა ხელფასებს უსაზღვრავ? რა მოხდება და რაც დადასტურებულად ვიცით ისაა, რომ როცა ამას აკეთებ მცირე ბიზნესები ბევრ დაქირავებულს  ათავისუფლებენ“. ჯო ბაიდენი: „არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ როცა მინიმალურ ანაზღაურებას ზრდი, ბიზნესები კოტრდება“. https://www.amerikiskhma.com/a/trump-biden--debates/5632998.html #ახალი_ამბები #ამერიკის_არჩევნები_2020