შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეები აღმკვეთს ასაჩივრებენ
Tbilisi Daily
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეები აღმკვეთს ასაჩივრებენ. მათი ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ბრალდებული მხარის სარჩელს წარმოებაში მიიღებს. როგორც არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, თუ ეს ასე არ მოხდა, ისინი დავას ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ.
„ჩვენ გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო საგამოძიებო კოლეგიაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, მე იმედი მაქვს რომ დააკმაყოფილებს და წარმოებაში მიიღებს ჩვენ საჩივარს. იმ შემთხვევაში თუ არ მიიღო წარმოებაში სააპელაციო სასამართლომ, მაშინ ჩვენ ვაპირებთ რომ გავასაჩივროთ უკვე ევროპულ სასამართლოში. რაც შეეხება ახალ დეტალებს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა მე როგორც მაქვს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანო კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. რაც მთავარია ჩვენ ველოდებით გიორგი შაქარაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი რადგან ბევრი რამე გაირკვევა“, - აცხადებს კობაიძე.