როგორ წერდნენ ცნობილი ქართველი პოეტები ქუთაისზე ?

Kutaisi Daily

ტერენტი გრანელი მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, - ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს. ახლა თოვლივით ვილევი მზეზე და მომდევს ქარი შორი აპრილის. აკაკი წერეთელი მშვენიერი ქუთაისი თვით სამოთხის სადარია, მაგრამ მისმა ხასიათმა ჩვენში ყველა გადარია. იოსებ გრიშაშვილი დგას ქუთაისი მარტოდმარტო, დგას ღვთაებურად. სტირის თუ მღერის, მხოლოდ თვისით-თავისებურად, ის დამნაშავე თუ არ არის, არც მართალია. ის კოპწიაა, ვით პოეტი შემამკობელი. სიტურფე იყო ქუთაისის დედა მშობელი, - შეჰქმნა და მასზე გულმოკლულმა სული დალია. ლადო ასათიანი ჩემი ქუთაისი, ალბათ იცი, რაა იქ ტყემალი ყვავის, იქ კრიალა ცაა. თბილისიც ხომ მიყვარს, ქუთაისი სხვაა - დათეშიძის გორა ოცნებათა ზღვაა! #საინტერესო #ისტორია #პოეზია # #kutaisidaily