სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა.
Zugdidi Daily
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თანამდებობა დატოვა.
მან განცხადება პოსტიდან წასვლის თაობაზე უკვე დაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე მოწერელიამ თავად განუცხადა.
პირველი აგვისტოდან გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.
ალექსანდრე მოწერელია სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა სამეგრელო-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში.
მალხაზ თორია, ის 2020 წლის 6 აპრილს დაინიშნა გუბერნატორის პირველ მოადგილედ, მანამდე კი, სხვადასხვა ძალოვან უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.
#წალენჯიხა #ჩხოროწყუ #მარტვილი #აბაშა #სამეგრელოზემოსვანეთი #გუბერნატორი #თანამდებობისდატოვება #ქართულიოცნება #დემოკრატიულისახელმწიფო #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com