კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის კრიზისს შეეწირა
Tbilisi Daily
კორონავირუსის ეპიდემია მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უცხოური მედიის ცნობით, შედეგად, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.
წარმოგიდგენთ 10 მსხვილ კომპანიას, რომელიც კორონავირუსის გამო გაკოტრდა:
1. Debenhams - ბრიტანული მოდის საცალო ვაჭრობის ბრენდი სრული ლიკივიდაციას აცხადებს ირლანდიაში, სადაც საერთო ჯამში, 11 მაღაზია დაიხურება. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი - 20 000 ადამიანს აღემატება.
კომპანიის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ აღნიშნული გადაწვეტილება კორონავირუსით მიღებულ ზარალს უკავშირდება.
2. JCPenney - გაკოტრებულთა შორისაა ამერიკული ქსელიც. კომპანიის ზარალმა 4,2 მლრდ დოლარს მიღწია. როგორც ცნობნილია, JCPenney ზედიზედ უკვე მეოთხედ განიცდის ზარალს. კორონავირუსმა კი მენეჯმენტი აიძულა, რომ დარჩენილი 850 მაღაზიაც დაეხურა.
3. J.Crew - ეს არის პირველი ამერიკული საცალო ვაჭრობის ქსელი, სადაც კორონავირუსის გამო, დომინოს პრინციპი ამოქმედდა. კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადი 4 მაისს გააკეთა. მისი დავალიანება კი, 1,7 მლრდ დოლარს აღწევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია სამომავლოდ ჯერ ისევ გეგმავს 181 გაყიდვის წერტილის, 170 ქარხნისა და 140 მაღაზიის გახსნას, Madewell-ის ტანსაცმლის ბრედნით.
4. Neiman Marcus - ეს არის ამერიკული, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტი. კომპანიამ გაკოტრების შესახებ 7 მაისს განაცხადა, მისმა დავალინებამ კი - 4 მლრდ დოლარი შეადგინა. კორონავირუსის დაწყებისთანავე კომპანისი ყველა მაღაზია დაიხურა.
5. Intelsat - მსოფლიოს უმსხვილესმა სალეტიტურმა ოპერატორმა გაკოტრების შესახებ 14 მაისს განაცხადა. მენეჯმენტის ცნობით, კომპანიამ 1 მლრდ დოლარის დაფინანსება მიიღო, რაც ლიკვიდურობის აღდგენის პროცესში, მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად საკმარისი იქნება.
6. OneWeb - ონლაინს- სტარტაპმა (SoftBank -ის დაფინანსებით 74 თანამგზავრისთვის კოსმოსში), გაკოტრების შესახებ 27 მარტს განაცხადა. SoftBank თავიდანვე ძირითადი ფინანსური მხარდამჭერი იყო, მაგრამ კომპანიამ კრახი განიცხადა.
7. Pioneer Energy - ნავთობმზიდმა ამერიკული უმსხვილესმა კომპანიამ გაკოტრების შესახებ 2 მარტს განაცხადა.
8. Diamond Offshore Drilling - კომპანიამ გაკოტრების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აქციონერების დივიდენდების გადახდა ვერ შეძლო. კომპანიის დავალინება მრავალ მილიარდ დოლარს შეადგენს. ვითარება კი მას შემდეგ გაუარესდა, რაც ნავთობის ფასისი დაეცა.
9. Flybe - ბრიტანული ავიაკომპანია, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს გადამზიდავად ითვლება, ასევე გაკოტრდა. მისი ყველა ფრენა 5 მარტს გაუქმდა. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ კომპანიის გაკოტრების მთავარი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის.
10. Virgin Australia - ავსტრალიის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ გაკოტრების საქმეზე განაცხადი 21 აპრილს შიტანა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრალის მთავრობამ კომპანიის დახმარების თხოვნას უარით უპასუხა.