კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

Tbilisi Daily

საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ისრაელში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს. "მიმდინარე წლის 25 სექტემბრის 14:00 სთ-დან, ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის. რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში. ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური. „იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის-აფთიაქები. ასევე, შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული შეზღუდვები,"- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.