იპოვეს მატარებლის შეჯახების შედეგად მდინარეში გადავარდნილი ქალის ცხედარი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით იდენტიფიცირებულია და ნაპოვნია ქალის ცხედარი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში რკინიგზის ლიანდაგზე.
როგორც რადიო თავისუფლებას მერის წარმომადგენელმა სოფელ ნოჯიხევში ლევან ლატარიამ განუცხადა, ქალი სავარაუდოდ ხიდზე გადადიოდა რა დროსაც შემთხვევა მოხდა. მატარებლის შეჯახების შემდეგ ქალი, სავარაუდოდ, მდინარეში გადავარდა, მას მდინარე ხობისწყალში ეძებდნენ.
რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით. რაც რკინიგზის, წყლის , საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესები დარღვევას გულისმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30917292.html
#ახალი_ამბები
#twitter