თურქეთში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსი 1 502 ადამიანს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

თურქეთში, ბოლო ერთ დღეში, „კოვიდ 19“ 1 502 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში კორონავირუსული ინფექციის 335 533 შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ 19“-ს 59 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 8 837-ს აღწევს. 1 212-ით გაიზარდა თურქეთში კორონავირუსული ინფექციისგან განკურნებულთა რაოდენობა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია დღემდე უკვე 294 357-მა ადამიანმა დაამარცხა. გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში 109 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.