ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გაახანგრძლივეს

Tbilisi Daily

ლატვიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ, პირბადეების ტარება კი დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება. ლატვიაში სულ COVID-19-ის 17 687 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში 210 ადამიანი იმსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.