საქართველოში კორონავირუსის 4700-ზე მეტი ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1614-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გასულ 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 4734 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 174 383 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 145 287. https://www.radiotavisupleba.ge/a/30991443.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები