Პანდემიისას რუსები ფარულად მუშობენ

Tbilisi Daily

რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან. Ამის შესახებ გერმანული Die Zeit წერს. „ჩვენ სიფრთხილის ყველა ზომებს ვიცავთ და ეს პირველ რიგში არა პირბადეებს და რეზინის ხელთათმანებს ეხება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენი მუშაობის შესახებ რომ შეიტყონ დიდი უსიამოვნებები გველის“ - განაცხადა სალონში მომუშავე ერთ-ერთმა სტილისტმა. სალონი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს და მისი ფანჯრები დღეს შავი ფარდებითაა დაფარული. მოსვლის მსურველმა ჯერ მობილური ტელეფონით უნდა დარეკოს, რამდენიმე წუთში მას კარს თანამშრომელი გაუღებს. "ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. იჯარის გადახდა გვიწევს, ჩვენ აქ ელემენტარული გადარჩენისთვის ვიბრძვით“ - ამბობს სალონის თანამშრმელი. სხვა ქვეყნებთან შედარებით აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობა თავისი მოსახლეობის მხარდასაჭერად გაცილებით ნაკლებ თანხებს გამოყოფს. კერძოდ, კრემლის მიერ გამოყოფილი დახმარება ქვეყნის მშპ-ის 3%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ევროპაში და ამერიკაში - 12%-ია- წერს გამოცემა. რუსეთი covid19 უმუშევრობა