ბელარუსის ხელისუფლებამ აკრედიტაცია გაუუქმა რადიო თავისუფლების და სხვა მედია-საშუალებების ჟურნალისტებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელარუსის ხელისუფლებამ აკრედიტაცია გაუუქმა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ოთხ ჟურნალისტს, ასევე ოთხ რუს ჟურნალისტს, ბი-ბი-სის და სხვა მედია-კომპანიების ჟურნალისტებს, იტყობინება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.
50-მდე, მათ შორის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ექვსი ჟურნალისტი, დააკავეს ბელარუსში საპროტესტო აქციის გაშუქებისას 27 აგვისტოს. ეს არის ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან მედიის დაშინების ბოლო აქტი, ნაწილი ფართო ჩახშობისა.
260-ზე მეტი პირი დააკავეს მინსკის ცენტრში საპროტესტო აქციაზე, იტყობინება უფლებების დამცველი ცენტრი „ვიასნა“. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ 50 ჟურნალისტი იქნა დაკავებული. საბუთების შემოწმების შემდეგ მათი უმეტესობა გაუშვეს. ოთხ ჟურნალისტს, რომლებმაც არ გადასცეს პოლიციას მათი მობილური ტელეფონები, ბრალად წაუყენეს ნებადაურთველ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა, იტყობინება ასოციაცია.
ქვეყნიდან გააძევებენ შვედ ჟურნალისტს.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ - რადიო თავისუფლების, ამერიკის ხმასთან ერთად - რუსულენოვანი ტელეპროექტის, სულ ექვსი ჟურნალისტი იყო დაკავებული 27 აგვისტოს მინსკში, ორ სხვადასხვა ადგილზე. ყველა მათგანი გაუშვეს.
„ხელისუფლება მედიას სულ უფრო თვითნებურად ეპყრობა. ისინი არა მხოლოდ უარს ამბობენ აკრედიტაციის მიცემაზე, ისინი დაკავებისთვის სხვადასხვა საბაბს იყენებენ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებსაც საბუთები წესრიგში აქვთ და ხელს უშლიათ მათ მომხდარის გაშუქებაში“, განაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დეიზი სინდელარმა 28 აგვისტოს. „საგანგაშოა ის, რომ ხელისუფლება რომ ემუქრება ჟურნალისტებს ნებისმიერი ბრალი წაუყენოს, თუ ისინი არ გადასცემენ მათ ფოტო და სხვა ინფორმაციას“, აცხადებს სინდელარი. „ეს აშკარა შურისძიებაა და ნორმების და კანონის გაუგონარი დარღვევაა“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30810114.html
#ახალი_ამბები
#twitter