უკიდურესად მძიმეა შატილში, ავტოავარიისას დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შატილში, ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. სამი ქალი შატილიდან თბილისში კატასტროფის ბრიგადებმა გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმმა გიორგი მძინარიშვილმა მედიას აცნობა, რომ პაციენტებს აქვთ სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და არასტაბილური ჰემოდინამიკა. 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. რამ გამოიწვია ავტოავარია ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30799264.html #ახალი_ამბები #twitter