ბულვარის დამცველების აქცია განათლების სამინისტროსთან
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
„შეაჩერეთ ამბასადორის უკანონო მშენებლობა“-ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია განათლების სამინისტროსთან გაიმართა. აქციის მონაწილეები მინისტრს მაია ხაჯიშვილის მშენებლობის შეჩერებასა და მშენებლობაზე გაცემუილი ნებართვის ბათილად ცნობას სთხოვენ. ბულვარის დამცველები მინისტრს ვადას პარასკევამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხზე „ბათომი“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სასამართლო დავას დაიწყებს. ამასთან, აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, პროტესტის მასშტაბები გაფართოვდეს და ბულვარში კარვები დაიდგას.