სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143594 თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი რურუა დააკავა სსკ-ის 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.