ქუთაისში მაღაზია გაძარცვეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქუთაისში მაღაზია გაძარცვეს. რუსთაველის გამზირზე, 'ვისოლის' ბენზინგასამართსადგურთან მდებარე ობიექტიდან თანხა და პროდუქტები წაიღეს.
სავარაუდოდ მძარცველებმა მაღაზია დილით გატეხეს. ობიექტის მფლობელის თქმით, დილით ხმაური გაიგონეს, გამოვიდნენ და მაღაზიის კარი გატეხილი დახვდათ.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.