მტკვარში ბარ "ბაუჰაუსთან" ცხედარი იპოვეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბარ "ბაუჰაუსის" მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში ერთი პირის ცხედარი იპოვეს. მისი იდენტიფიცირება ამ ეტაპზე არ მომხდარა. ამ საკითხზე ჯერ ვერ საუბრობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სამძებრო სამუშაოები მტკვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც "ბაუჰაუსის" ორი თანამშრომელი გაუჩინარდა. მათ მესამე დღეა ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მტკვარში სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. მობილიზებულია სპეც. კატერი, რომელითაც ფსკერის სკანირებაა შესაძლებელი.
გიორგი შალამბერიძისა და მაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს 21 საათზე შევიდა. პოლიციის თანახმად, გაუჩინარებული ახალგაზრდების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30788009.html
#ახალი_ამბები
#twitter