საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Pirveliradio Ge
საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 696 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 342-ს შეადგენს.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 პირი. ინფიცირებულთაგან 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 882 კი ბინაზე.