ემანუელ მაკრონის მდგომარეობა სტაბილურია

Tbilisi Daily

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, გაბრიელ ატალის განცხადებით, კოვიდინფიცირებული ემანუელ მაკრონის მდგომარეობა სტაბილურია. საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საფრანგეთის პრეზიდენტს ვირუსის სიმპტომები უნარჩუნდება. 17 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჟიტ მაკრონს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს.