ჯონსონი: ქვეყანა მაქსიმალური რისკის მომენტშია, შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია

On.ge

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს პირველი საჯარო გამოსვლა ჰქონდა. დაუნინგ სტრიტის ათ ნომერში სიტყვით გამოსვლის დროს ჯონსონმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლა მაქსიმალური რისკის მომენტშია და შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია. ვირუსის გავრცელების პირველ სტადიაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ იმის გამო, თუ რამდენად სერიოზულად მიიღო მან ახალი ვირუსი, იყვნენ თუ არა მედიკოსები სათანადოდ აღჭურვილები და ტარდებოდა თუ არა საჭირო რაოდენობის ტესტები. ბორის ჯონსმა საჯარო მიმართვის დროს განაცხადა, რომ მიღებული ზომებით სამედიცინო სექტორის გადატვირთულობა თავიდან აიცილეს. #news #politics https://on.ge/story/55064-%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90