ჩეჩნეთში COVID-19-ის ტესტების ყალბი ცნობების გაცემისთვის 129 კლინიკის მუშაობა შეწყდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჩეჩნეთში შეწყდა 129 კერძო კლინიკის მუშაობა, რომლებიც, როგორც ხელისუფლება ცხადებს, ყალბ ცნობებს გასცემდნენ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი შედეგის შესახებ. ასეთი ცნობების შესახებ ჩივილი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში გაისმა. მაშინ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს მერის თანაშემწემ ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი ადგილობრივი ტელეარხის ეთერშიც გააკრიტიკა. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელ“-ი იტყობინება. ნოემბრიდან მოყოლებული რესპუბლიკაში შეამოწმეს 388 კერძო სამკურნალო დაწესებულება, განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხას-მაგომედ კადიროვმა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩეჩნეთი რუსეთში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. ამავე დროს „როსსტატის“ თანახმად, 2020 წელს ჩეჩნეთი ლიდერი გახდა ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებლების მიხედვით. https://www.radiotavisupleba.ge/a/31126223.html #ახალი_ამბები #twitter