კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან – ავთანდილ გალდავა
Pirveliradio Ge
კარგად ვარ, მძევალები კარგად არიან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გალდავა ერთ-ერთი იყო „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის მიერ აყვანილ მძევლებს შორის. გალდავა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.
ამასთან, წალენჯიხის პოლიციაში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. მისი თქმით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
„არავის დაზიანება არ აქვს. ყველა მძევალთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებები არ აქვს არც ერთ მძევალს“,- განაცხადა ბორცვაძემ.