მას არავის დაზიანების სურვილი არ ჰქონია — რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტის ადვოკატი

On.ge

მორაგბის დაჭრის საქმეზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტ მერაბ ბეესელიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ის ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. როგორც ბრალდებულის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, ამის შემდეგ სასამართლო დაინიშნება, რომელიც აღკვეთზე იმსჯელებს. მეხრიშვილის თქმით, თავად დაკავებული, მერაბ ბესელია მომხდარს ნანობს და გამოძიებასთან სრულყოფილ თანამშრომლობას აპირებს. https://on.ge/story/64189-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%B0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98 "ის ძალიან განიცდის ამ ინციდენტს. ამბობს, რომ მას არავის დაზიანების სურვილი არ ჰქონია. იყო კონფლიქტური სიტუაცია და ამ კონფლიქტს მოჰყვა გასროლა, რომელიც არ იყო მიმართული არავის არც დაზიანებისკენ და არც სიცოცხლის მოსპობისკენ", — განაცხადა მეხრიშვილმა. #News