66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ იქ – მომეცი კომპანიაო -რა შეახსენა ჯოხთაბერიძემ გიგა ბიკერიას
Tbilisi Daily
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების განხილვისას, დაის სხდიმაზე კომპანია “მაგთის” გენერალურ დირექტორს, გია ჯოხთაბერიძე, მწვავე დებატები ჰქონდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენელ გიგა ბოკერიასთან, ასევე კომუნიკაციის კომისიების დირექტორთან, კახა ბექაურთან.
გოა ჯოხთაბერიძემ გიგა ბოკერიას “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი დაჭერის დეტალები შეახსენა.
„რა მადლობა, 66 დღე ციხეში მამყოფეთ და მაკაჩავეთ იქ – მომეცი კომპანიაო.
ეს კანონი თქვენ რომ გქონოდათ, დაჭერა კი არ დაგჭირდებოდათ, ჰოდა, დამაწერდით პირდაპირ იმ კომპანიას“ – ასე მიმართა კომიტეტის სხდომაზე კომპანია “მაგთიკომის” მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ “ევროპული საქართველოს” წევრ, დეპუტატ გიგა ბოკერიას კომიტეტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.