ვინ არიან ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მუშები?
Kutaisi Daily
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ლიანდაგზე დენის დარტყმის შედეგად ორი მუშა ელიოზ კოხოძე და გიორგი ყუფარაძე გარდაიცვალნენ – ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს:
“ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩის მეცხრე ჩიხში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს, საწარმოო შემთხვევის შედეგად – გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი, ელენტრომონტიორები – ელიოზ კოხოძე და გიორგი ყუფარაძე.
ასევე დამწვრობა მიიღო ერთმა ელექტრომონტიორმა – ვაჟა მეტონიძემ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანილის ქუთაისის საავადმყოფოში.რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და საკუთარი ძალებით ცდილობენ დეტალების დადგენას, რის წინასწარ შედეგებსაც უახლოეს საათებში გაგაცნობთ…” – ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლეები
#უბედურიშემთხვევა
#მუშები
#გარდაცვლილები
#kutaisidaily
წყარო - megatv