გორის მერია გორიჯვრის ქუჩაზე ტერიტორიას აქირავებს
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის მერია გორიჯვრის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას იჯარით ასხვისებს.
უწყებას ყოველთვიური იჯარის თანხა 100 ლარით აქვს განსაზღვრული.
"საფეხმავლო გზაზე დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები; მოეწყოს დამცავი მოაჯირები და მოეწყოს განათება; გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჭიროებიდან გამომდინარე, უწყება იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, რაც ერთი თვით ადრე ეცნობება მოიჯარეს" , - ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.
მიწის ფართობი 379 კვადრატული მეტრია.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#გორი
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა