საქართველოში COVID 19-ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 785-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2819 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.