რატომ მოკლეს მგზავრებმა ავტობუსის მძღოლი ცემით

Tbilisi Daily

მგზავრებმა ცემით მოკლეს ავტობუსის მძღოლი, რომელიც მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა. შემთხვევა საფრანგეთში ქალაქ ბაიონაში კვირას მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 58 წლის მძღოლმა ავტობუსში ასულ 5 ადამიანს პირბადის გაკეთბისკენ მოუწოდა, თუმცა მგზავრებმა მის შენიშვნას ყურადღება არ მიაქციეს და არც მგზავრობის საფასური გადაიხადეს. დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ფილიპ მონგიოს სცემეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. უგონოდ მყოფი მძღოლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას მეუღლე და სამი ქალიშვილი დარჩა, რომელთა დასახმარებლად ფილიპ მონგიოს მეგობრებმა სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი შექმნეს. მძღოლის სასიკვდილოდ ცემაში მონაწილე ხუთივე მგზავრს ბრალი წარედგინა, მათი სახელები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. მოხმდარს ქალაქში ავტობუისების ბძღოლების პროტესტი მოჰყვა. ბაიონას მერმა, კლოდ ოლივამ თავდასხმას ბარბაროსული უწოდა და განაცხადა, რომ ქალაქის მერია ავტობუსების მძღოლების უსაფრთხოების გაძლიერებაზე უკვე მუშაობს. მძღოლი ცემა ინციდენტი TbilisiDaily