როგორია რეგიონის კოვიდსტატისტიკა

Tbilisi Daily

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ისევ მძიმეა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. სომხეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 209-ით მოიმატა და 39 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 754 პაციენტი. აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში 286 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 32 ათას 500-ს მიაღწია. გარდაცვლილია 462 პაციენტი. 987 ახალი კოვიდდადებითი პაციენტი გამოვლინდა თურქეთში. მთლიანობაში ქვეყანაში 233 ათასამდე ინფიცირებულია, გარდაიცვალა 5 ათას 728 ადამიანი. #ახალიამბები