კანცელარიასთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დააჯარიმეს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141426
კანცელარიასთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დააჯარიმეს. ისინი კანცელარიასთან აქციას მართავდნენ. მათი თქმით, აქციაზე ყველა წესი დაცული იყო და ისინი ადგილზე დისტანციას იცავდნენ.
„უნამუსოდ, უპასუხისმგებლოდ, პატრული გვიწერს ჯარიმებს, რადგან მთავრობა ვამხილეთ ბინძურ საქმიანობაში, იმაში, რომ ფული იხარჯება არამიზნობრივად როცა უნდა ხმარდებოდეს ხალხს ხმარდება ცესკოს შენობის რემონტს“,-განაცხადა მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა წევრმა.