პარლამენტთან აქციაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს
Tbilisi Daily
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილ კარვებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილი ამ დრომდე რჩება.
აქციის მონაწილეები და კარავში მყოფი მოქალაქეები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვარშალომიძეს ელოდებიან.
მოქალაქეების აქციის პარალელურად ჩართულია საბჭოთა კავშირის ჰიმნი.
„სამი კვირაა გაშლილ კარვებში ვართ. ჩვენი პოზიცია სრული იგნორია. ვასმენინებთ თავიანთ საყვარელ სიმღერებს, ჩავურთეთ საბჭოთა კავშირის ჰიმნი. ისე არიან დაკომპლექტებული როგორც საბჭოთა კავშირი“, - აცხადებს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეების მოტხოვნა უცვლელი რჩება ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.