Მიხეილ კალანდიას საჩივარს სააპელაციო განიხილავს
Tbilisi Daily
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო. Ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევას და 150 მოწმის თავიდან გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართავს.
უფლებადამცველის განცხადებით გაურკვეველი მიზეზით, სასჯელაღსრულების ორგანომ პროცესზე მსჯავდებულის დასწრებისგან თავი შეიკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს მიხეილ კალანდიას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
news
ხორავასქუჩა მიხეილკალანდია სააპელაციო
tbilisidaily