საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 58-ს შეადგენს. ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 4 887 პაციენტი.