„მივწერე 112-ს, მათ მითხრეს ოჯახის ექიმი დაგიკავშირდებაო და დღემდე არავინ დამკავშირებია...“

Gori Daily

15 კვირის ორსულს გორში კოვიდ-19 დაუდგინდა. კორონავირუსისთვის დამახასიეთებელი სიმპტომები მას ერთი კვირის წინ დაუფიქსირდა, თუმცა ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ეგონა. ორსული გოგონა ამბობს, რომ 112-ში დარეკვის მიუხედავად, მას ოჯახის ექიმი დღემდე არ დაკავშირებია. ის მკურნალობას სახლში გადის: ,,ერთი კვირის წინ ვიგრძენი თავი შეუძლოდ. სახსრების ტკივილი და ხველა მქონდა, ცხვირიდან ვერ ვსუნთქავდი. ჩვეულებრივი გაციება მეგონა, მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო ვძიმდებოდი, ამიტომ მივწერე 112-ს, მათ მითხრეს ოჯახის ექიმი დაგიკავშირდებაო და დღემდე არავინ დამკავშირებია. ჩემით გადავწყვიტე ამეღო კორონავირუსზე ტესტი. წავედი კლინიკა ,,გორმედში" და გავიკეთე, გუშინ მომივიდა დადებითი პასუხი. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ არ შემშინებია, მანამდე ბევრი წავიკითხე ინტერნეტში, რა უნდა მექნა ორსულობის დროს თუ კორონა დამიდგინდებოდა. ბევრ სითხეს ვიღებ, ჩაის ვსვამ ლიმონიანს და მალინიანს. ბევრს ვმოძრაობ, იმის მიუხედავათ, რომ ცუდათ ვგრძნობ თავს. ინგალაციას ვიტარებ ფიზიოლოგიურით და მაღალი სიცხის დროს მხოლოდ პარაცეტამოლს ვსვამ. ოჯახის ექიმისგან კონსულტაცია არ მიმიღია, რადგან არ დამიკავშირდნენ ჯერ. ჩემი გამოთვლებით ხვალ მერვე დღე იქნება რაც კოვიდი-19 მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ნელნელა გამოჯანმრთელება დაიწყება. იზოლაციაში ვართ მთელი ოჯახი. საბედნიეროდ კონტაქტები ბევრი არ მყოლია. რაც მაშინებს ის არის, რომ ბავშვს არაფერი მოუვიდეს. არ ვიცი ორსულობის დროს ბავშვები როგორ იტანენ ამ ვირუსს,"- ამბობს კოვიდინფიცირებული ორსული გოგონა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #goridaily #შიდაქართლი წყარო: Qartli.ge