ბათუმში აქციაზე სამი პირი დააკავეს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143115 ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. აქციას ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ. მათი განცადებით, დაკავება უკანონოდ განხორციელდა და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. აჭარის მთავრობასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციაზე 3 პირი დააკავეს, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა.