თბილისში ინფიცირების მაჩვენებელმა 2 ათასს გადააჭარბა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2 ათასზე მეტ პირს დაუდასტურდა, რაც საქართველოში გამოვლენილი შემთხვევების (3 958) ნახევარზე მეტია.
ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
თბილისში - 2 157;
აჭარა - 417;
იმერეთი - 537;
ქვემო ქართლი - 190;
შიდა ქართლი - 137;
გურია - 78;
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159;
კახეთი - 140;
მცხეთა-მთიანეთი - 89;
სამცხე-ჯავახეთი - 40;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 108 690 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3531-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 89 170.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 012-მდე გაიზარდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30964127.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)