ტერორისტებმა ქაბულში ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს
Tbilisi Daily
ტერორისტებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სულ მცირე ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია TOLOnews ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ორი რაკეტა საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად აფეთქდა, ხოლო კიდევ ორი ავღანეთის დედაქალაქის სხვა რაიონში ჩამოვარდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.