Forbes: Twitter 5G-სთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას წაშლის

Headline

სოციალური ქსელი Twitter 5G ინტერნეტთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად იწყებს და ცრუ, კონსპირაციული თეორიების მსგავსი შინაარსის კონტენტს წაშლილის მისი სივრციდან. ახალი მიდგომის მიხედვით, სისტემა დაბლოკავს იმ ტიპის დაუდგენელ მოწოდებებს, რომელიც მოსახლეობას მავნე, აგრესიული ქმედების განხორციელებისკენ უბიძგებს 5G-ის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ახალი წესები იმოქმედებს ყველა ტიპის „კონსპირაციულ მოსაზრებაზე“. პრიორიტეტული იქნება იმ სახის მოწოდებები, რომელიც აგრესიისა და ვანდალიზმისკენ მოუწოდებს ადამიანს, მათ შორის 5G ანძების დაწვისკენ, დაზიანებისკენ და ა.შ. 5G ინტერნეტის კორონავირუსთან დაკავშირება დღესდღეობით, ერთ-ერთი უმთავრესი დეზინფორმაციული კამპანიაა, რომლის მიზანს რიგით ადამიანის შეცდომაში შეყვანა და მისი უსაფუძვლო დაპანიკება წარმოადგენს. ამ ეტაპზე არცერთი დადასტურებული მეცნიერული მტკიცებულება არსებობს 5G-სა და COVID-19-ს შორის რაიმე კავშირის თაობაზე. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Twitter Bans 5G Conspiracy Theorists From Sharing Harmful Misinformation (23.04.2020), www.forbes.com #coronavirus #5G #conspiracy #misinformation #headline