გუდაუთის საავადმყოფო და კოვიდ 19

Sokhumi Daily

რუსული მედია იუწყება, რომ მოსკოვის დიასპორა აფხაზეთში აპირებს გუდუთის საავადმყოფოს დამატებითი მედპერსონალის ხარჯები დაფაროს წლის ბოლომდე. "გუდაუთის საავადმყოფოში მომუშავე სამედიცინო მუშაკების დახმარება აფხაზეთის ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია, რომელიც ეპიდემიის დასაწყისიდან - მიმდინარე წლის მარტიდან ხორციელდება. შეიქმნა საოპერაციო შტაბი, დიასპორამ საკმაოდ დიდი თანხები მოაწყო" - განაცხადა მოსკოვის დიასპორის წარმომადგენელმა. "დაფინანსებას" მიიღებენ გუდაუთის საავადმყოფოს მომუშავე: რეანიმატოლოგები, კარდიოლოგები, თერაპევტები, საშუალო დონის პერსონალი, ექთნები. რუსული მედიის ცნობით, დამატებითი მედპერსონალის ხარჯები 1.900.000 მანეთს აღემატება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა