გერმანია იძიებს უკრაინაში რუსეთის ჯარისკაცების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ რამდენიმე ასეულ სამხედრო დანაშაულს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გერმანიის ხელისუფლება იძიებს უკრაინაში რუსეთის ჯარისკაცების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ რამდენიმე ასეულ სამხედრო დანაშაულს. ამის შესახებ 18 ივნისს განაცხადა გერმანიის ფედერალური პოლიციის უფროსმა, ჰოლგერ მიუნხმა. Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიუნხმა თქვა, რომ პოტენციური სამხედრო დანაშაულების რაოდენობა „სამნიშნა რიცხვით“ განიზომება. მან დასძინა, რომ გამოძიება ეხება არა მხოლოდ იმათ, ვინც სავარაუდოდ უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული, არამედ პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელებსაც, რომლებსაც შეეძლოთ გაეცათ ბრძანებები.
„ეს ჩვენი გამოძიების ყველაზე რთული ნაწილია, რთული თავსატეხია,“ უთხრა მან გაზეთს. ჩვენი ამოცანაა, გამოვავლინოთ ბოროტმოქმედებებში დამნაშავეები, ჩვენი გამოძიებით დავამტკიცოთ მათი მოქმედებები და პასუხისგებაში მივცეთ ისინი,“ მათ შორის გერმანიაში.
გერმანიის ხელისუფლებას დახმარებას უწევს ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახური. იყენებენ ისეთ მტკიცებულებებს, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთის ჯარისკაცების რადიოთი საუბრების ჩანაწერები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31904192.html
Source: radiotavisupleba.ge