მტკვარში მაშველები 31 წლის ქალს მერვე დღეა ეძებენ

Tbilisi Daily

მცხეთაში, მდინარე მტკვარში მაშველები 31 წლის ქალს უკვე მერვე დღეა ეძებენ. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიreport.ge-ს განუცხადეს სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 15 მაშველი, მათ შორის მყვინთავები და ორი ნავი. ექოლოტით მიმდინარეობს წყლის ფსკერის დათვალიერება. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ქალი 11 ივლისს დაიკარგა.