დღეს, გუშინდელთან შედარებით, იმერეთში კორონავირუსი 150-ით მეტ ადამიანს დაუდასტურდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში გამოვლენილი 4 734 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ თბილისიდანაა. დღეს გუშინდელთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 61-ით გაიზარდა. ზრდა იყო იმერეთშიც. ბოლო 24 საათში ვირუსი 150-ით მეტ პირს დაუდასტურდა. რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: თბილისში - 1 637; აჭარაში - 489; იმერეთში - 823; ქვემო ქართლში - 372; შიდა ქართლში - 381; გურიაში - 93; სამეგრელო-ზემო სვანეთში - 377; კახეთში - 328; მცხეთა-მთიანეთში - 143; სამცხე-ჯავახეთში - 73; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18. გასულ 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4 734 შემთხვევით,  თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 174 383 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 145 287. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 614-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30991454.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები